ეთიკური სტანდარტისა და ქცევის მნიშვნელობა საჯარო სამსახურში
პრინციპებისა და ღირებულებების მნიშვნელობა საჯარო სამსახურის ეთიკური გარემოს ფორმირებისათვის
საჯარო მოსამსახურის პროფესიული ქცევის სტანდარტების მარეგულირებელი ჩარჩო
ეთიკური ნორმებისა და ქცევის სტანდარტების პრაქტიკაში გამოყენების ასპექტები
საჯარო სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესახებ ელექტრონული კურსი შექმნილია ერთგვაროვანი
პრაქტიკის ჩამოყალიბების, საჯარო მოსამსახურეებში ეთიკური გარემოსა და კეთილსინდისიერების მნიშვნელობის
წახალისების, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროფესიული სტანდარტებისა და კორუფციის
პრევენციის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. ელექტრონული კურსი შედგება სასწავლო და
საგამოცდო ნაწილებისაგან. ელექტრონული კურსის სასწავლო ნაწილი შედგება 5 თემატური მოდულისაგან. თითოეული
თემატური მოდული დატვირთულია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მაგალითებით, ასევე, არაეთიკური
შემთხვევების მაგალითებით, რომელთა წინაშეც შესაძლოა დადგეს საჯარო მოსამსახურე ყოველდღიური
საქმიანობისას.
ელექტრონული კურსის შინაარსობრივი ნაწილი არის მარტივად აღსაქმელი, მკაფიო, მოკლე და კონკრეტული.
თემატიკით დაინტერესების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია დამატებითი ლიტერატურის
მეშვეობით, რომელიც ატვირთულია ბიბლიოგრაფიის კატეგორიაში (გზამკვლევები, სახელმძღვანელოები,
კომენტარები და ა.შ.). ელექტრონული კურსის თოთოეული მოდული არის ინტერაქტიული და ხელს უწყობს სწავლების
პროცესში საჯარო მოსამსახურეთა ჩართულობას, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით (ღია კითხვები, ფოტო/ვიდეო
მასალა, კონკრეტული არაეთიკური პათოლოგიების მაგალითები და ა.შ.).
ელექტრონული კურსის საგამოცდო ნაწილს აქვს ტესტური დავალებები, რომელიც შეამოწმებს მოდულის სასწავლო
ნაწილის დახურვის შედეგად მიღებული ცოდნის დონეს. საგამოცდო ნაწილის წარმატებით გავლის შემდეგ, საჯარო
მოსამსახურეს გადაეცემა ელექტრონული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ელექტრონულ კურსს აქვს
მარტივი და მომხმარებელზე ორიენტირებული ნავიგაციის სისტემა, რათა კურსის გავლა მოახერხოს ყველა საჯარო
მოსამსახურემ.
ელექტრონული კურსის სასწავლო ნაწილი შედგება 5 თემატური მოდულისაგან. თითოეული თემატური მოდული დატვირთულია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მაგალითებით, ასევე, არაეთიკური შემთხვევების მაგალითებით, რომელთა წინაშეც შესაძლოა დადგეს საჯარო მოსამსახურე ყოველდღიური საქმიანობისას.
სისტემის ამ ნაწილის სანახავად აუცლებელია ავტორიზაციის გავლა. თუ თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული საიტზე გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.
შესვლა რეგისტრაცია