ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

საჯარო სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესახებ ელექტრონული კურსი შექმნილია ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების, საჯარო მოსამსახურეებში ეთიკური გარემოსა და კეთილსინდისიერების მნიშვნელობის წახალისების, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროფესიული სტანდარტებისა და კორუფციის პრევენციის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

საჯარო სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესახებ ელექტრონული კურსი განკუთვნილია საჯარო მოსამსახურეებისათვის.

ელექტრონული კურსი შედგება სასწავლო და საგამოცდო ნაწილებისაგან. ელექტრონული კურსის სასწავლო ნაწილი შედგება 4 თემატური მოდულისაგან. თითოეული თემატური მოდული დატვირთულია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მაგალითებით, ასევე, არაეთიკური შემთხვევების მაგალითებით, რომელთა წინაშეც შესაძლოა დადგეს საჯარო მოსამსახურე ყოველდღიური საქმიანობისას.

ელექტრონული კურსის საგამოცდო ნაწილს აქვს ტესტური დავალებები, რომელიც შეამოწმებს მოდულის სასწავლო ნაწილის დახურვის შედეგად მიღებული ცოდნის დონეს.

საგამოცდო ნაწილის წარმატებით გავლის შემდეგ, საჯარო მოსამსახურეს გადაეცემა ელექტრონული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

საჯარო მოსამსახურე სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უნდა დარეგისტრირდეს სიტემაში. ამისათვის, საჯარო დაწესებულება, საჯარო სამსახურის ბიუროს, წინასწარ აწვდის დაწესებულებაში დასაქმებული პირების სამსახურეობრივი ელექტრონულ ფოსტის მისამართებს. საჯარო სამსახურის ბიურო, საჯარო დაწესებულებების დახმარებით, ქმნის, საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტების ბაზას. აღნიშნული ბაზის მეშვეობით, ბიურო, ელექტრონული კურსის გავლის მსურველ საჯარო მოსამსახურეს, სამსახურებრივ ელ-ფოსტაზე, გაუგზავნის აქტივაციის კოდს. აქტივაციის კოდის მეშვეობით, კურსის გავლის მსურველი საჯარო მოსამსახურე შეძლებს დაასრულოს რეგისტრაცია და გაეცნოს სასწავლო პროცესს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საჯარო მოსამსახურე სისტემაში შესვლას შეძლებს სამსახურებრივი ელ-ფოსტისა და მის მიერ შერჩეული პაროლის მითითებით. 

დამატებითი ინფორმაციისთვის